110 პასუხი, ინდივიდუალურად გაანალიზებული
ეს არ არის მიჯაჭვულობის რომელიმე ტიპის ზოგადი აღწერა. ანალიზი ეფუძნება კონკრეტულად შენს პასუხებს, შენს გამოცდილებასა და იმ ქცევებს, რომლებიც შენს ურთიერთობებში ვლინდება.
რატომ მეორდება
ENA-ის პრინციპზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის დიაგნოსტიკური ტესტი დაგანახებს, რატომ გიზიდავს სწორედ ის, ვინც მიუწვდომელია, და რა დგას შენი განმეორებადი რეაქციების უკან.
ნაცნობია?
30–40 წუთში. სახელი დაერქმევა იმას, რაც შეიძლება წლებია შენს ურთიერთობებში მეორდება და რის მიზეზსაც აქამდე ვერ ხსნიდი.
შენზე შექმნილი სიღრმისეული ანალიზიდან გაიგებ, რატომ გიზიდავს ის, ვინც მიუწვდომელია, და რატომ გიკარგავს ინტერესს ის, ვინც ახლოსაა.
როცა ENA ჩატში პირად კონსულტანტთან ერთ კონკრეტულ სიტუაციას გაარჩევ.
პირველი ეტაპი
ერთ-ერთი, რასაც ადამიანები ყველაზე ხშირად მეუბნებიან:
სულ ისეთი ადამიანები მიზიდავს, ვინც ჩემთვის მიუწვდომელია.“
ვინც მომწონს, იმას მე არასდროს მოვწონვარ. ვინც კი ახლოს მიშვებს, მასზე ინტერესი მიქრება.“
პირველი ეტაპის მიზანია დაგანახოს, რა განსაზღვრავს, ვის ირჩევ, და საიდან მოდის ეს მიზიდულობა. ამისთვის სამ ნაბიჯს გაივლი:
რას სწავლობდი სიახლოვეზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე.
ვის ირჩევ, როგორ იქცევი და რომელ ქმედებებში ვლინდება დღეს ის, რაც ბავშვობაში ისწავლე.
შეფასება, სადაც განსაზღვრავ, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის ეს ყველაფერი შენი ცხოვრების თერთმეტ სფეროში.
ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მარტივი არ არის. სამაგიეროდ, სამი ნაწილის გაერთიანებით იქმნება უფრო სრული სურათი იმისა, რა ხდება შენს ურთიერთობებში და რა შეიძლება იდგეს შენი განმეორებადი რეაქციების უკან.
„კარგი, გავიგე, რატომ — მაგრამ გული მაინც იმას მიჰყვება, ვისაც მიჰყვებოდა.“მხოლოდ ამის ცოდნა თავისთავად არაფერს შეცვლის. ამიტომ დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი.
მეორე ეტაპი
ეს არ არის მიჯაჭვულობის რომელიმე ტიპის ზოგადი აღწერა. ანალიზი ეფუძნება კონკრეტულად შენს პასუხებს, შენს გამოცდილებასა და იმ ქცევებს, რომლებიც შენს ურთიერთობებში ვლინდება.
გაჩვენებს არა მხოლოდ იმას, სად ხარ ახლა, არამედ იმასაც, საით უნდა წახვიდე. მასში ახსნილია შენი რეაქციების შესაძლო მიზეზები და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები — რაზე გაამახვილო ყურადღება და როგორ გააუმჯობესო მდგომარეობა.
ერთ სურათში ხედავ, რომელ სფეროებშია პრობლემა უფრო მწვავე და რომელში — შედარებით ნაკლებად გამოხატული.
ამ ყველაფრის შედეგად გაქვს არა მხოლოდ შენი ტიპის დასახელება, არამედ დეტალური სურათი — რა ხდება შენს ურთიერთობებში, რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე და რა მიმართულებით შეგიძლია დაიწყო ცვლილება.
„მერე რა, რომ ვიცი — როცა ის მომწერს, ისევ იგივეს გავაკეთებ.“ერთია, წაიკითხო საკუთარი ანალიზი. სულ სხვაა, იმავე სიტუაციაში აღმოჩნდე და შეძლო სხვაგვარად რეაგირება. ამისთვის არსებობს მესამე ეტაპი.
მესამე ეტაპი
პირად ჩატში განიხილავ შენს კონკრეტულ სიტუაციებს და იღებ რეკომენდაციებს შენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე — შენი ENA-დიაგნოსტიკისა და სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე.
მან უკვე იცის შენი მიჯაჭვულობის ტიპი, ქცევები და სირთულეები, რომლებიც დიაგნოსტიკისას გამოიკვეთა. ამიტომ პასუხები ზოგად რჩევებს კი არა, შენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ეფუძნება.
აღწერ სიტუაციას, რომელმაც შეგაშინა, გაგაბრაზა ან შფოთვა გამოიწვია — და უკეთ იგებ, რატომ გქონდა ასეთი რეაქცია და როგორ შეგიძლია მსგავს სიტუაციაში სხვაგვარად მოიქცე.
როცა ის ისევ მოგწერს ან ახალი სიტუაცია დადგება, აღწერ, რა მოხდა, და ისევ იღებ შენს ანალიზზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. ეს არ არის ერთჯერადი ტესტი, რომლის შედეგსაც წაიკითხავ და დაივიწყებ.
საბოლოო მიზანი მხოლოდ ის არ არის, გაიგო, რატომ გიზიდავს მიუწვდომელი.მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ჯერზე, როცა ნაცნობი წრე დაიწყება, საკუთარი რეაქცია იმ მომენტშივე შეამჩნიო და უფრო გააზრებულად გადაწყვიტო, როგორ მოიქცე.
რას იღებ
ერთჯერადი გადახდა · სამივე ეტაპი
გაიარე ENA დიაგნოსტიკური ტესტიტესტის მიზანია დაგანახოს, რა განსაზღვრავს შენს არჩევანს, რატომ გიზიდავს სწორედ ის, ვინც მიუწვდომელია, და რატომ მეორდება ერთი და იგივე შენს ურთიერთობებში. შემდეგი ნაბიჯი შენს ხელშია.
გაიარე ENA დიაგნოსტიკური ტესტისრული პაკეტი — · 14 დღე თანხის დაბრუნება