რა მონაცემებს ვაგროვებთ
იმისთვის, რომ შევძლოთ შენი შეკვეთის დამუშავება და პროდუქტებზე წვდომის მოცემა, გვჭირდება შენი სახელი და ელფოსტის მისამართი. სურვილისამებრ, შეგიძლია დაამატო ტელეფონის ნომერი. ასევე, ვინახავთ ინფორმაციას შეძენილი პროდუქტებისა და ტესტის პასუხებსა და შედეგებს.
ტესტის პასუხები და შედეგები
ეს ყველაზე პირადი ნაწილია და ჩვენ ამას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ტესტის შედეგი და სამომავლოდ შეგეძლოს მასზე კვლავ წვდომა. ეს ინფორმაცია არასდროს არ ქვეყნდება და არც მესამე მხარეს ვაზიარებთ მარკეტინგული მიზნებისთვის.
გადახდა
შენი ბარათის მონაცემები ჩვენთან არ ინახება. გადახდის პროცესს ამუშავებს უსაფრთხო საბანკო სისტემა ან გადახდის სერვისი. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ შეკვეთის სტატუსს, რაც ადასტურებს, რომ გადახდა წარმატებით განხორციელდა.
ვის ვუზიარებთ შენს მონაცემებს
ჩვენს მიერ შეგროვებულ მონაცემებს ვუზიარებთ მხოლოდ იმ აუცილებელ სერვისებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია შენი შეკვეთის დამუშავებასთან. ესენია: გადახდის პროვაიდერი, ელფოსტის გამგზავნი სერვისი და ვებ ჰოსტინგი. არავის სხვა არ ვუზიარებთ.
ელფოსტა და შეტყობინებები
შესყიდვის შემდეგ, მიიღებ წერილს შეკვეთის დეტალებით. ასევე, თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გამოიწერო ჩვენი სიახლეები. გახსოვდეს, გამოწერა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეგიძლია გააუქმო, უბრალოდ, თითოეულ წერილში მოცემული „გამოწერის გაუქმება“-ს ღილაკს დააჭირე.
ქუქი-ფაილები
საიტის გამართული მუშაობისთვის ვიყენებთ აუცილებელ ქუქი-ფაილებს. თუ გსურს, რომ არ მოხდეს შენი აქტივობის ანალიტიკა, შეგიძლია ეს ქუქი-ფაილები გამორთო შენი ბრაუზერის პარამეტრებიდან.
რამდენ ხანს ვინახავთ შენს მონაცემებს
შეკვეთის მონაცემებს ვინახავთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. ტესტის შედეგებს ვინახავთ მანამ, სანამ შენ გექნება მათზე წვდომა. ნებისმიერ დროს შეგიძლია მოგვწერო და მოითხოვო შენი მონაცემების წაშლა.
შენი უფლებები
შენ გაქვს უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვო შენს შესახებ არსებული მონაცემების ნახვა, შესწორება, წაშლა ან მათი დამუშავების შეზღუდვა. ჩვენ ყველა მოთხოვნას ვპასუხობთ გონივრულ ვადაში.
პოლიტიკის ცვლილებები
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება დროდადრო განახლდეს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ შეგატყობინებთ ჩვენს საიტზე ან ელფოსტით.
კონტაქტი
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა ან გაურკვევლობა, გთხოვთ, მოგვწერე იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მითითებულია შეკვეთის დადასტურების წერილში. ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ.
← მთავარ გვერდზე დაბრუნება