წესები და პირობები

ბოლო განახლება: 02.10.2026

მოგესალმებით sheimecne.ge-ზე! ეს წესები და პირობები არეგულირებს ჩვენს შორის ურთიერთობას და განსაზღვრავს, თუ როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ციფრული პროდუქტებით. საიტის გამოყენება შეუძლიათ 18 წელს მიღწეულ პირებს ან არასრულწლოვანებს მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობით.

1. ზოგადი დებულებები

საიტით სარგებლობით ან შეკვეთის გაფორმებით თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. თუ არ ეთანხმებით, გთხოვთ, არ გამოიყენოთ საიტი.

2. სერვისის აღწერა და მიწოდება

ჩვენ გთავაზობთ ციფრულ პროდუქტებს: ფსიქოლოგიურ ტესტებს, ვიდეო კურსებს და PDF გიდებს. ფიზიკური პროდუქტის მიწოდება არ ხდება. გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ წვდომის ბმული მოგივათ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე.

3. რეგისტრაცია და ანგარიში

თქვენი ანგარიში და მასალებზე წვდომა პერსონალურია და განკუთვნილია მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის. თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მიუწვდომლობაზე მესამე პირებისთვის. წვდომა, წესების გამონაკლისის გარდა, უვადოა.

4. გადახდა და ფასები

ყველა პროდუქტის ფასი მითითებულია ლარში (₾) და მოქმედებს შეკვეთის მომენტში. გადახდა ხდება Visa ან Mastercard ბარათით. გადახდას ამუშავებს გადახდის პროვაიდერი Flitt. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ და არ ვხედავთ. თანხის დაბრუნების პირობები იხილეთ გვერდზე „თანხის დაბრუნება“.

5. ინტელექტუალური საკუთრება

ყველა ტექსტი, ვიდეო, ტესტი და მიღებული შედეგი არის ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება. მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის. კოპირება ან გავრცელება დაუშვებელია.

6. მომხმარებლის მოვალეობები

აკრძალულია შიგთავსის გაზიარება, გადაყიდვა ან საჯაროდ გამოქვეყნება, ასევე საიტის გამოყენება უკანონო მიზნით ან მისი მუშაობის შეფერხება.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ან მათ შედეგებზე, რომლებიც დამოუკიდებლად მიიღო. ტესტები და კურსები საინფორმაციო ხასიათისაა და არ ცვლის სპეციალისტის კონსულტაციას.

8. ხელშეკრულების შეწყვეტა

წესების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის შიგთავსის გაზიარებისას, ჩვენ შეგვიძლია შევზღუდოთ ან შევწყვიტოთ თქვენი წვდომა.

9. ცვლილებები პირობებში

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, შევიტანოთ ცვლილებები ამ წესებსა და პირობებში. ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.

10. კონტაქტი

შპს შეიმეცნე, ს/კ 406572846, თბილისი, ზურაბ ჭაჭუას ქ. 2ბ.
ელფოსტა: ssheimecne@gmail.com
ტელეფონი: +995 551 505 105