110 პასუხი, ინდივიდუალურად გაანალიზებული
ეს არ არის მიჯაჭვულობის რომელიმე ტიპის ზოგადი აღწერა. ანალიზი ეფუძნება კონკრეტულად შენს პასუხებს, შენს გამოცდილებასა და იმ ქცევებს, რომლებიც შენს ურთიერთობებში ვლინდება.
რატომ მეორდება
ENA-ის პრინციპზე დაფუძნებული მიჯაჭვულობის დიაგნოსტიკური ტესტი დაგანახებს, რა დგას შენი განმეორებადი რეაქციების უკან.
ნაცნობია?
30–40 წუთში. სახელი დაერქმევა იმას, რაც შეიძლება წლებია შენს ურთიერთობებში მეორდება და რის მიზეზსაც აქამდე ვერ ხსნიდი.
შენზე შექმნილი სიღრმისეული ანალიზიდან გაიგებ, საიდან მოდის შენი შიშები და რატომ რეაგირებ კონკრეტულ სიტუაციებში ისე, როგორც რეაგირებ.
როცა ENA ჩატში პირად კონსულტანტთან ერთ კონკრეტულ სიტუაციას გაარჩევ.
პირველი ეტაპი
ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც ადამიანები ურთიერთობებზე საუბრისას მეუბნებიან:
ურთიერთობაში ყოველთვის მეტს ვდებ, ვიდრე ვიღებ, და მაინც მეშინია, რომ საკმარისი არ ვიქნები.“
ადამიანის დისტანცია მაშინებს და ყოველთვის ვიწყებ ფიქრს — რამე ხომ არ დავაშავე?“
პირველი ეტაპის მიზანია, უკეთ გაიგო, საიდან მოდის ეს განცდა და რა შეიძლება განსაზღვრავდეს შენს დღევანდელ ქცევებს. ამისთვის სამ ნაბიჯს გაივლი:
რას სწავლობდი სიახლოვეზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე.
როგორ ახდენს გავლენას ბავშვობაში დასწავლილი ქცევები: როგორ რეაგირებ სხვადასხვა სიტუაციაში და რა ქმედებებში ვლინდება შენი შიშები.
შეფასება, სადაც განსაზღვრავ, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის ეს ყველაფერი შენი ცხოვრების თერთმეტ სფეროში.
ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მარტივი არ არის. სამაგიეროდ, სამი ნაწილის გაერთიანებით იქმნება უფრო სრული სურათი იმისა, რა ხდება შენს ურთიერთობებში და რა შეიძლება იდგეს შენი განმეორებადი რეაქციების უკან.
„კარგი, გავიგე, რომელი მიჯაჭვულობის ტიპი მაქვს — მაგრამ მერე რა?“მხოლოდ ამის ცოდნა თავისთავად არაფერს შეცვლის. ამიტომ დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი.
მეორე ეტაპი
ეს არ არის მიჯაჭვულობის რომელიმე ტიპის ზოგადი აღწერა. ანალიზი ეფუძნება კონკრეტულად შენს პასუხებს, შენს გამოცდილებასა და იმ ქცევებს, რომლებიც შენს ურთიერთობებში ვლინდება.
გაჩვენებს არა მხოლოდ იმას, სად ხარ ახლა, არამედ იმასაც, საით უნდა წახვიდე. მასში ახსნილია შენი რეაქციების შესაძლო მიზეზები და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები — რაზე გაამახვილო ყურადღება და როგორ გააუმჯობესო მდგომარეობა.
ერთ სურათში ხედავ, რომელ სფეროებშია პრობლემა უფრო მწვავე და რომელში — შედარებით ნაკლებად გამოხატული.
ამ ყველაფრის შედეგად გაქვს არა მხოლოდ შენი ტიპის დასახელება, არამედ დეტალური სურათი — რა ხდება შენს ურთიერთობებში, რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე და რა მიმართულებით შეგიძლია დაიწყო ცვლილება.
„ახლა უკვე ვიცი, სად ვარ და ვიცი, საით უნდა წავიდე — მაგრამ რეალურ ცხოვრებაში როგორ გამომივიდეს ეს ყველაფერი?“ერთია, წაიკითხო საკუთარი ანალიზი. სულ სხვაა, იმავე სიტუაციაში აღმოჩნდე და შეძლო სხვაგვარად რეაგირება. ამისთვის არსებობს მესამე ეტაპი.
მესამე ეტაპი
პირად ჩატში განიხილავ შენს კონკრეტულ სიტუაციებს და იღებ რეკომენდაციებს შენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე — შენი ENA-დიაგნოსტიკისა და სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე.
მან უკვე იცის შენი მიჯაჭვულობის ტიპი, ქცევები და სირთულეები, რომლებიც დიაგნოსტიკისას გამოიკვეთა. ამიტომ პასუხები ზოგად რჩევებს კი არა, შენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას ეფუძნება.
აღწერ სიტუაციას, რომელმაც შეგაშინა, გაგაბრაზა ან შფოთვა გამოიწვია — და უკეთ იგებ, რატომ გქონდა ასეთი რეაქცია და როგორ შეგიძლია მსგავს სიტუაციაში სხვაგვარად მოიქცე.
აღწერ, რა მოხდა, და ისევ იღებ შენს ანალიზზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. ეს არ არის ერთჯერადი ტესტი, რომლის შედეგსაც წაიკითხავ და დაივიწყებ.
საბოლოო მიზანი მხოლოდ ის არ არის, გაიგო, რატომ იქცევი ასე.მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ჯერზე, როცა მსგავსი სიტუაცია განმეორდება, საკუთარი რეაქცია იმ მომენტშივე შეამჩნიო და უფრო გააზრებულად გადაწყვიტო, როგორ მოიქცე.
რას იღებ
ერთჯერადი გადახდა · სამივე ეტაპი
გაიარე ENA დიაგნოსტიკური ტესტიტესტის მიზანია დაგანახოს, რა შეიძლება განსაზღვრავდეს შენს რეაქციებს, საიდან მოდიოდეს შენი შიშები და რატომ მეორდებოდეს ერთი და იგივე შენს ურთიერთობებში. შემდეგი ნაბიჯი შენს ხელშია.
გაიარე ENA დიაგნოსტიკური ტესტისრული პაკეტი — · 14 დღე თანხის დაბრუნება