მიჯაჭვულობის ტიპის პერსონალური დიაგნოსტიკა
ბოლოს როდის უთხარი ვინმეს „არა“ დანაშაულის გრძნობის გარეშე?
ეს არც შენი კარგი ადამიანობაა და არც ხასიათი — ეს ბავშვობაში დასწავლილი თავდაცვის მექანიზმია, და მისი ამოცნობა შეგიძლია.
- 110 სპეციალიზებული კითხვა
- 10–15 გვერდიანი დიაგნოსტიკა
- ვიდეო კურსი
- ჩატი 10 კითხვით
ნაცნობია?
„კი“-ს ამბობ იმიტომ, რომ სხვას გაუხარდეს — და არა იმიტომ, რომ გინდა
ეთანხმები
ეხმარები
ითმენ
და შინაგანად ბრაზობ
ბრაზობ სხვაზე, საკუთარ თავზე და იმაზე, რომ ისევ ვერ თქვი უარი. ეს წყენა ჩუმად გროვდება, ვერავისთან გამოხატავ, გამძიმებს — და თავს სულ გადაღლილად გრძნობ.
ეს არც შენი კარგი ადამიანობის ბრალია და არც ხასიათის. ეს ბავშვობაში დასწავლილი თავდაცვის მექანიზმია.
პატარას გეშინოდა, რომ თუ უარს იტყოდი, შეიძლებოდა სიყვარული დაგეკარგა — ამიტომ დათანხმებას და ყველას გახარებას მიეჩვიე. ისწავლე, რომ თუ კარგი და დამჯერე ბავშვი იქნებოდი, არ დაგტოვებდნენ. დიდი ხანია გაიზარდე, მაგრამ ეს რეაქცია არსად გამქრალა. ფსიქოლოგიაში ბავშვობაში შემუშავებულ ამ მექანიზმს მიჯაჭვულობის სტილს ეძახიან.
როგორც ისწავლე, ისე შეგიძლია გადაისწავლო. მაგრამ ჯერ უნდა დაინახო — რასაც ვერ ხედავ, იმას ვერც შეცვლი.
ერთი წამით წარმოიდგინე
ბავშვობის თავდაცვის მექანიზმი აღარ გმართავს
- ვინმე რაღაცას გთხოვს და ავტომატურად „კი“-ს პასუხობ
- უარის მერე 24 საათი ფიქრობ — ხომ არ ვაწყენინე, ხომ არ დავკარგავ
- ყველასთვის გაქვს დრო, საკუთარი თავისთვის — არა
- ჩუმი წყენა და დაღლილობა, რომლის მიზეზიც არ იცი
- პირველად გრძნობ, რომ არჩევანი გაქვს
- წყვეტ ცნობიერად და არა ძველი ინსტინქტით, რას დათანხმდე და რას — არა
- შენს „არა“-ს იგივე ძალა აქვს, რაც შენს „კი“-ს
- ნაკლები გაუგებრობა ხალხთან და მეტი სიმშვიდე შენში
რატომ ვერ გამოგივიდა აქამდე
თეორიულად იცი, როგორ უნდა მოიქცე — რეალურ სიტუაციაში კი ისევ იყინები
ზოგადი რჩევები კარგია, მაგრამ ზოგადია. რჩევა გეუბნება, რა გააკეთო, მაგრამ არ გეუბნება, ზუსტად რა და რატომ გემართება. სანამ არ გაიგებ, საიდან მოდის შენი რეაქციები, ვერც რჩევებს შეასრულებ — რადგან ისინი ავტომატურად ირთვება.
რას მიიღებ
მშრალ პასუხზე არ გავჩერდებით
ოთხი ნაბიჯი — ტესტიდან იქამდე, სანამ ბოლომდე გაერკვევი შენს თავდაცვის მექანიზმში.
ტესტი — 110 სპეციალიზებული კითხვა
წინასწარ იცოდე: მალე ვერ მორჩები. გულწრფელი პასუხებისთვის დაახლოებით 30–40 წუთი, ფიქრი და კონცენტრაცია დაგჭირდება. სამაგიეროდ, სრულყოფილ და ზუსტ შედეგს მიიღებ.
სრულყოფილი დიაგნოსტიკა — 10–15 გვერდი
გაიგებ, რომელი მიჯაჭვულობის ტიპი ხარ და დეტალურად წაიკითხავ, როგორ გმართავს შენი თავდაცვის მექანიზმები ცხოვრების 11 სხვადასხვა განზომილებაში. იმას, რასაც ამდენი ხანი ხასიათს ეძახდი, სულ სხვანაირად დაინახავ.
ვიდეო კურსი
დეტალურად აგიხსნით, რომელ სიტუაციაში როგორ მოიქცე — ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ თავად დარწმუნდე, რომ ცვლილება შესაძლებელია.
სპეციალიზებული ჩატი — 10 სიღრმისეული კითხვა
როცა ყველაფერში გაერკვევი, ჩატს 10 შენთვის საინტერესო კითხვას დაუსვამ და ამომწურავ პასუხებს მიიღებ.
შედეგი, რომელსაც მიიღებ, მხოლოდ შენ გეკუთვნის — უნიკალურია და არავისთან არ მეორდება.
ერთი გადახდა
ამ ცვლილებას მხოლოდ ერთი ღილაკი გაშორებს
- ტესტი110 სპეციალიზებული კითხვა · ENA-ს პრინციპით
- სრულყოფილი დიაგნოსტიკა10–15 გვერდი · ცხოვრების 11 განზომილება
- ვიდეო კურსირომელ სიტუაციაში როგორ მოიქცე
- ჩატი 10 კითხვითამომწურავი პასუხები შენს კითხვებზე
ერთჯერადი გადახდა · ოთხივე ერთად
დიაგნოსტიკის დაწყება- დაწყება გადახდისთანავე
- თუ ვერ გაიგებ, რომელი ტიპი ხარ — თანხას დაგიბრუნებთ · პირობები
- ბარათის მონაცემებს ჩვენ ვერ ვხედავთ
შენ არაფერს რისკავ
თუ ტესტის გავლის შემდეგ ვერ გაიგებ, რომელი მიჯაჭვულობის ტიპი ხარ და რა არის შენი ბავშვობაში შემუშავებული თავდაცვის მექანიზმები, რომლებიც დღემდე გმართავს — თანხას უკან დაგიბრუნებთ.
შეიძლება ახლა ფიქრობდე…
„ტიპი რომ გავიგო, მაინც ვერაფერს შევცვლი“
მართლა შეიძლება ამის შეცვლა?
ეს ფიქრი ბუნებრივია — ცვლილება ხანდახან ძალიან ძნელი გვეჩვენება. აქამდე ინსტინქტურად იქცეოდი: ყველაფერზე „კი“-ს ამბობდი და ვერ ხედავდი, საიდან მოდიოდა ეს რეაქციები. ახლა დაინახავ, რომ ეს ბავშვობაში დასწავლილი მექანიზმია, რომელიც აღარ გიცავს, არამედ ხელს გიშლის. რაც დასწავლილია, ის გადაისწავლება — უბრალოდ, სწორი გზა უნდა იპოვო. ამას ვიდეო კურსი ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენებს.
რამდენი დრო დამჭირდება?
ტესტისთვის 30–40 წუთი გამოყავი — განმარტოვდი და მშვიდად, გულწრფელად უპასუხე. დიაგნოსტიკას ტესტის დასრულების შემდეგ მიიღებ, კურსსა და ჩატს კი შენთვის მოსახერხებელ დროს გაივლი.
რით განსხვავდება იმ რჩევებისგან, რაც უკვე წავიკითხე?
რჩევა გეუბნება, რა გააკეთო. ტესტი და დიაგნოსტიკა გაჩვენებს, ზუსტად რა გემართება შენ, რატომ და რა სიტუაციაში ირთვება ძველი რეაქციები — ცხოვრების 11 განზომილებაში.
თუ არ გამომადგა?
თუ ტესტის გავლის შემდეგ ვერ გაიგებ, რომელი მიჯაჭვულობის ტიპი ხარ და რა თავდაცვის მექანიზმები გმართავს, თანხას დაგიბრუნებთ.
წლები იმაზე სწრაფად გადის, ვიდრე გვგონია
ყველასთვის გაქვს დრო და ენერგია — ამჯერად საკუთარ თავზე იფიქრე
ხვალ ისევ „კი“-ს იტყვი, როცა მთელი გულით „არა“-ს თქმა მოგინდება. ისევ დაგიგროვდება ჩუმი წყენა, ისევ იგრძნობ დაღლილობას, რომლის მიზეზიც არ გეცოდინება — და ისევ იტყვი: „რა ვქნა, ეგეთი ვარ“.
პირველად გაიგებ, რატომ თანხმდებოდი აქამდე ყველას ყველაფერზე და საიდან მოდის განგაში და დანაშაულის გრძნობა, რომელიც „არა“-ს თქმას შეუძლებელს ხდის. მიხვდები, რომ ბავშვობის დაცვის მექანიზმი აღარ გჭირდება — რადგან უკვე გაიზარდე.
„არა“-ს თქმა ადამიანის დაკარგვა არ არის. ეს საკუთარი თავისა და სურვილების პატივისცემაა.
ყველასთვის კარგი ადამიანობა არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი უნდა დაივიწყო.
გამოყავი 30–40 წუთი, განმარტოვდი და დაიწყე ტესტი.