01

რატომ იქცევი ისევ ისე, როგორც საკუთარ თავს დაპირდი, რომ აღარ მოიქცეოდი?

აღმოაჩინე შენი მიჯაჭვულობის სტილი და გაიგე, რა შეიძლება იდგეს შენი განმეორებადი ქცევებისა და ემოციური რეაქციების უკან.

101 კითხვადაახლოებით 30 წუთიპერსონალური ანალიზი

შედეგი მაშინვე, ტესტის დასრულებისთანავე

შფოთვითი შიშნარევ-არიდებითი უსაფრთხო არიდებითი ↑ მიტოვების შიში სიახლოვის არიდება → შფოთვითი

ყველა ადამიანი სადღაც ამ ველშია. გადაატარე კურსორი — ნახე, როგორ იცვლება სტილი.

02

ამოცნობა

გეცნობა საკუთარი თავი?

ვიღაცამ შეტყობინებაზე არ გიპასუხა და მაშინვე ფიქრობ, რამე ხომ არ დააშავე.

როცა ვინმე ძალიან გიახლოვდება, მოულოდნელად მარტო ყოფნის სურვილი გიჩნდება.

გინდა თქვა „არა“, მაგრამ მაინც თანხმდები, რომ ვინმე არ გაანაწყენო.

კონფლიქტის დროს ან ყველაფრის დაუყოვნებლივ გარკვევა გინდა, ან საერთოდ აღარ გინდა საუბარი.

ეს რეაქციები შემთხვევითი დამთხვევები ყოველთვის არ არის. მათ უკან შეიძლება განმეორებადი ემოციური პატერნები იდგეს.

აღმოაჩინე შენი მიჯაჭვულობის სტილი და უკეთ გაიგე, როგორ რეაგირებ სიახლოვეზე, დისტანციაზე, ნდობასა და გაურკვევლობაზე.

03

ოთხი სტილი

ოთხი სტილი, ორი ღერძი.

დიაგრამაზე ვერტიკალურად მიტოვების შიში იზრდება, ჰორიზონტალურად — სიახლოვის არიდება. შენი სტილი ამ ორი ქულის გადაკვეთაა.

მიტოვების შიში →
მაღალი შფოთვა · დაბალი არიდება

შფოთვითი

სიყვარული გაქვს, სიმშვიდე — არა. მუდმივად ამოწმებ, ჯერ კიდევ საყვარელი ხარ თუ არა, და ყველაზე პატარა პაუზაც კი პასუხს ითხოვს.

„რატომ არ მწერს?“

მაღალი შფოთვა · მაღალი არიდება

შიშნარევ-არიდებითი

ერთდროულად გინდა მოახლოება და გაქცევა. ყველაზე ახლო ადამიანი ყველაზე მეტად აშინებს.

„მოდი — არა, ნუ.“

დაბალი შფოთვა · დაბალი არიდება

უსაფრთხო

არც სიახლოვე აშინებს, არც დაშორება. ითხოვ, როცა გჭირდება, ამბობ „არას“ დანაშაულის გრძნობის გარეშე და გჯერა, რომ ამის გამო არ წავა.

„მენატრები. მოდი, ვილაპარაკოთ.“

დაბალი შფოთვა · მაღალი არიდება

არიდებითი

ახლოს უშვებ, მერე სივრცე გჭირდება. დამოუკიდებლობა ღირსებად იქცა, რადგან თავიდან ჯავშანი იყო.

„მარტო უფრო მშვიდად ვარ.“

← დაბალი არიდებამაღალი არიდება →
04

ტესტი

ზუსტი პასუხი ქულებშია.

ოთხივე აღწერა ნაწილობრივ გეცნობა — ეს ნორმალურია. 101 კითხვა ორივე ღერძს გაზომავს და გეტყვის, სად ხარ ზუსტად.

გაიგე შენი მიჯაჭვულობის სტილი → 101 კითხვა · დაახლოებით 30 წუთი
05

რას გაიგებ საკუთარ თავზე

საკუთარი რეაქციების გაგება ცვლილების პირველი ნაბიჯია

რაში დაგეხმარება მიჯაჭვულობის სტილის გაგება?

  • გაიცნო შენი მიჯაჭვულობის სტილი;
  • უკეთ გაიგო შენი ემოციური რეაქციები ურთიერთობებში;
  • შეამჩნიო განმეორებადი ქცევითი პატერნები;
  • დაფიქრდე, როგორ მოქმედებს სიახლოვე, დისტანცია და კონფლიქტი შენზე;
  • დაინახო, რაზე შეიძლება დაიწყო მუშაობა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

ტესტი არ განსაზღვრავს, ვინ ხარ სამუდამოდ. ის გთავაზობს საკუთარი თავის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას.

06

როგორ მუშაობს ENA

სამი ნაბიჯი, ნახევარი საათი.

  1. უპასუხე 101 კითხვას

    კითხვები ეხება ემოციურ სიახლოვეს, ნდობას, ურთიერთობებში შფოთვასა და დისტანცირების ტენდენციებს.

  2. დაუთმე დაახლოებით 30 წუთი

    უპასუხე გულწრფელად, შენი რეალური გამოცდილების მიხედვით. აქ სწორი ან არასწორი პასუხები არ არსებობს.

  3. მიიღე პერსონალური ანალიზი

    გაეცანი შენი პასუხების მიხედვით გამოკვეთილ მიჯაჭვულობის პატერნებსა და მათ შესაძლო გავლენას ურთიერთობებზე.

ჩაიტარე ტესტი →

შეგიძლია ახლავე დაიწყო — შედეგი იმავე წუთში იხსნება.

07

რას მიიღებ ტესტის გავლის შემდეგ:

01 · პასუხი

სიღრმისეული რუკა და განხილვა

ორი ქულა, შენი წერტილი დიაგრამაზე და იმის ახსნა, რა ხდება შენში სიახლოვის, დისტანციისა და კონფლიქტის დროს.

02 · გაკვეთილები

12 ვიდეო გაკვეთილი შენს სტილზე

რას აკეთებ ავტომატურად ჩხუბში, სიჩუმეში, დისტანციაზე — და საიდან დაიწყო მუშაობა.

03 · ჩატი

10 ინდივიდუალური კითხვა

სვამ კითხვას შენს რეალურ სიტუაციაზე და პასუხს იღებ შენი სტილის გათვალისწინებით.

ENAონლაინ 10 კითხვიდან 1
სამი დღეა არ მწერს. დაველოდო თუ მე დავწერო?
შენი ქულებით (შიში 74 / არიდება 28) ლოდინი შფოთვას გაგიზრდის და მაინც დაწერ — უკვე გაღიზიანებული. სჯობს ახლა დაწერო ერთი მოკლე, არამომთხოვნი წინადადება.
დაწერე შენი კითხვა…
ჩაიტარე დიაგნოსტიკური ტესტი →

სამივე ნაწილი ერთ ბმულზეა — დაბრუნდები, როცა დაგჭირდება.

08

ფასი და პირობები

ერთი გადახდა, სამუდამო წვდომა.

მხოლოდ ერთჯერადი გადახდა · გამოწერა არ არის
  • 101-კითხვიანი ENA-ს ტესტი
  • სიღრმისეული რუკა ორ ღერძზე + განხილვა
  • 12 ვიდეო გაკვეთილი შენს სტილზე, სხვა სტილებზე და ასევე შენი სტილის განხილვა პირადში, მეგობრობაში და საქმიანობაში
  • პერსონალური ჩატი — 10 ინდივიდუალური კითხვა
ჩაიტარე ტესტი →

კონფიდენციალურობა

პასუხები ანონიმურია. ანგარიშიც და ჩატიც მხოლოდ შენთვისაა და არავისთან არ ზიარდება.

ვისთვისაა

მათთვის, ვისაც ერთი და იგივე სცენარი უმეორდება ურთიერთობებში — მარტო ხარ თუ წყვილში.

ვისთვის არ არის

ეს დიაგნოზი არ არის და თერაპიას არ ცვლის. მძიმე მდგომარეობაში სპეციალისტს მიმართე.

09

ხშირად დასმული კითხვები

სამართლიანი ეჭვები.

30 წუთში როგორ უნდა გამიგოს?

ტესტი ხასიათს არ ზომავს — ორ კონკრეტულ ქცევით ღერძს ზომავს. 101 კითხვა სწორედ ამისთვის საკმარისი რაოდენობაა: ყოველი კითხვა ერთ ღერძზე მუშაობს და შედეგი ქულების ჯამია, არა გამოცნობა.

უფასო ტესტებისგან რით განსხვავდება?

უფასო ტესტი ტიპის სახელს გეუბნება და იქვე მთავრდება. ENA-ში სახელის შემდეგ იწყება მთავარი: სიღრმისეული რუკა და განხილვა, 12 ვიდეო გაკვეთილი შენს სტილზე და პერსონალური ჩატი, სადაც 10 კითხვას დასვამ შენს კონკრეტულ სიტუაციაზე.

როგორ მუშაობს პერსონალური ჩატი?

ტესტის შემდეგ იხსნება ჩატი, რომელსაც შენი ქულები უკვე აქვს. სვამ კითხვას შენს რეალურ სიტუაციაზე — პასუხი შენი სტილის გათვალისწინებით მოდის. სულ 10 კითხვა გაქვს და მათ მაშინ იყენებ, როცა მართლა გჭირდება.

აღმოაჩინე შენი მიჯაჭვულობის სტილი და გაიგე, რა შეიძლება იდგეს შენი განმეორებადი ქცევებისა და ემოციური რეაქციების უკან.

101 კითხვა · დაახლოებით 30 წუთი · პერსონალური ანალიზი

მხოლოდ

გაიგე, რომელი ტიპი ხარ შენ